რეგისტრაციის №
|
პროექტის სათაური
|
მოხუცთა, მარტოხელა დედათა და ბავშვთა და მრავალშვილიან დედათა თ ა ვ შ ე ს ა ფ ა რ ი
|
განმცხადებლის სტატუსი:
|
ფონდი „ საფარველი“
|
საბანკო რეკვიზიტები
|
მიმღები: ფონდი „საფარველი“
ს/კ 400114238 "ლიბერთი ბანკი" : GE78LB0115145253234000
EUR: GE24LB011514253234002
USD: GE24LB011514253234001
"საქართველოს ბანკი" :
GE75BG0000000802395100
|
განმცხადებელი
|
||
სახელი , გვარი:
|
ნანა შავგულიძე
|
|
მისამართი
(ინდექსი / ქალაქი/ ქუჩა): |
ქ. თბილისი, ფიროსმანის ქუჩა № 29
|
|
ტელეფონი:
|
599 399 055
|
|
ელ-ფოსტა:
|
fondisaparveli@gmail.com
|
|
საიტი, ბლოგი
|
www.safarveli.blogspot.com
|
ფონდის
ხელმძღვანელი
|
||
სახელი ,გვარი:
|
ნანა შავგულიძე
|
|
მისამართი
(ინდექსი / ქალაქი/ ქუჩა): |
ქ. თბილისი, ფიროსმანის ქუჩა N 29
|
|
ტელეფონი:
|
599 399 055
|
|
ელ-ფოსტა:
|
fondisaparveli@gmail.com
|
|
საიტი, ბლოგი
|
www.safarveli.blogspot.com
|
ფონდიდან მოთხოვნილი თანხა:
|
მიეთითება
|
USD $,
(Lari)
|
პროექტის საერთო ღირებულება:
|
მიეთითება
|
USD $, ( Lari)
|
მე, ზემოხსენებული პროექტის ხელმძღვანელი
ნანა შავგულიძე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ფონდიდან მიღებულ ყოველგვარ ფინანსურ ან მატერიალურ დახმარებას გამოვიყენებ ისე, როგორც გათვალისწინებულია პროექტით. მე თანახმა ვარ დავიცვა ფონდის მიერ დადგენილი ანგარიშგების წესები. პროექტის განხორციელებაში დაშვებული დარღვევების შემთხვევაში, თანახმა ვარ გრანტის სახით მიღებული თანხა და ამ თანხით შეძენილი ქონება დავუბრუნო ფონდს, მისი გადაწყვეტილების შესაბამისად.
ნანა შავგულიძე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ფონდიდან მიღებულ ყოველგვარ ფინანსურ ან მატერიალურ დახმარებას გამოვიყენებ ისე, როგორც გათვალისწინებულია პროექტით. მე თანახმა ვარ დავიცვა ფონდის მიერ დადგენილი ანგარიშგების წესები. პროექტის განხორციელებაში დაშვებული დარღვევების შემთხვევაში, თანახმა ვარ გრანტის სახით მიღებული თანხა და ამ თანხით შეძენილი ქონება დავუბრუნო ფონდს, მისი გადაწყვეტილების შესაბამისად.
___________________________________ ______________
(ხელს აწერს პროექტის ხელმძღვანელი)
თარიღი
___________________________________
_____________
( ხელს აწერს ფონდის წარმომადგენელი) თარიღი
პროექტის აღწერა
ფონდი
"საფარველი" დააფუძნა ნანა
შავგულიძემ, რომლის იდეაა აშენდეს მოხუცებულთა, მარტოხელა დედათა
და ბავშვთა და მრავალშვილიანი დედებისათვის თავშესაფარი, რისთვისაც საჭიროა
რესურსების მოძიება და შესაბამისი მოტივით წარმოგიდგენთ ამ პროექტს.
ნანა შავგულიძეს დიდი გამოცდილება აქვს
საქველმოქმედო საქმიანობაში, იგი 1990-93 წლების განმავლობაში მოღვაწეობდა
საქველმოქმედო ორგანიზაცია სათნოების სახლ “კათარზისში” საქველმოქმედო
განყოფილების გამგედ; ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძართან არსებულ უფასო
სასადილოში (ნაძალადევის რაიონი); სრულიად საქართველოს საპატრიარქოს სოციალური
დაცვის უზრუნველყოფის დეპარტამენტის წმინდა ნიკოლოზის სახელობის საქველმოქმედო
კავშირში; უამრავ მოხუცსა და სოციალურად შეჭირვებულ ადამიანს გაეწია დახმარება.
ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ
კეთილშობილური იდეის განხორციელებაში მიიღებს მონაწილეობას წინასწარ ვუხდით უღრმეს
მადლობას.
ფონდი დაფუძნდა 2014 წელს და ცდილობს
შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმაროს სოციალურად დაუცველებს, დღესდღეობით ემსახურება
33 სოციალურად დაუცველ ოჯახს, დახმარებაში შედის როგორც ფულადი ისე საკვები და სასიცოცხლოდ
აუცილებელი ნივთები. დავდივართ ბავშვთა სახლებში, აღსაზრდელთა ერთფეროვანი ცხოვრების გასალამაზებლად და გასამხნევებად ვმართავთ კონცერტებს, რაშიც უანგაროდ გვეხმარებიან ამავე საზოგადოების წევრები, შემოქმედი ადამიანები: ნუგზარ კვაშალი, ოთარ ტატიშვილი, მამუკა ონაშვილი, ზურაბ დოიჯაშვილი, ზურაბ კობეშავიძე, მერაბ სეფაშვილი, ზურაბ ვადაჭკორია, და ა. შ. ბავშვებთან პერიოდულად მიგვაქვს საჩუქრები, ტელევიზორი, რბილი ავეჯი და სხვა.
პროექტის მიმართულება
მოგეხსენებათ ბოლო წლების განმავლობაში
უსახლკარო და მიუსაფარ ბავშვთა რაოდენობამ მკვეთრად იმატა, კერძოდ ქალაქ თბილისში
მათმა რიცხვმა რამოდენიმე ათასს გადააჭარბა. ასევე შემაშფოთებელია მარტოხელა,
სოციალურად გაჭირვებულ დედათა რაოდენობის ზრდის სტატისტიკა, მარტოხელა მოხუცთა
მოვლა პატრონობის პრობლემაც მუდმივადაა. მძიმეა მრავალშვილიან დედათა სოციალური
მდგომარეობა. ჩვენს ორგანიზაციას დიდი სურვილი აქვს წვლილი შეიტანოს ამ ურთულესი
და მეტად მტკივნეული პრობლემის გადაჭრაში.
პროექტ “საფარველის” ავტორთა მიზანია
აიღოს პასუხისმგებლობა 100-ზე მეტი 3-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვების მოვლაზე,
კვებაზე, აღზრდაზე, განათლებაზე, შემდგომში მათ პროფესიულ დაოსტატებასა და
დასაქმებაზე. მოხუცთა მოვლა პატრონობასა და მათ თანადგომაზე.
ორი თვის განმავლობაში პროექტის
განხორციელებას უანგაროდ უზრუნველყოფს 70-ზე მეტი ადამიანი.
პროექტი მიზნად ისახავს თავშესაფარის
ბინადართა მოვლა პატრონობას, თავშესაფრის ტერიტორიაზე განთავსდება კლინიკა, სადაც
როგორც თავშესაფარის ბინადართ, ასევე სოციალურად შეჭირვებულ ადამიანებს, უფასოდ
მოემსახურებიან ექიმები.
ასევე სხვადასხვა სახის პროდუქციის
წარმოებას ბინადართა მიერ, რაც ხელს შეუწყობს როგორც მათ დასაქმებას და მომავალ
ცხოვრებაში რეალიზებას, საზოგადოების სრულფასოვან წევრებად, ასევე გარკვეული
ეკოლოგიურად სუფთა, ქართული პროდუქციის წარმოებასა და მიწოდებას ფართო
მომხმარებლისათვის.
ინფორმაცია პროექტის შესახებ
აღნიშნული პროექტის იდეა დიდი ხანია
განუხორციელებელია სხვადასხვა მიზეზთა გამო, ვფიქრობთ რომ უფლის ნებითა და თქვენი
შემწეობით აუცილებლად უნდა მიიღწეს მისი განხორციელება, პროექტის მიზანი
დღევანდელობაში მეტად აქტიურ საკითხსა და სათნო საქმეს წარმოადგენს. წარმოგიდგენთ
პროექტის განხორცილებისათვის საჭირო ჩვენეულ ხედვას.
• სხვადასხვა რეგიონებში მიწის
ნაკვეთის გამოყოფა;
• აშენდეს საცხოვრებელი და სასწავლო
შენობა-ნაგებობები,
ამჟამად დმანისის რაიონის სოფელ
სარკინეთში, რომელიც თითქმის დაცარიელებულია, რადგან წლების წინ,
ბერძნებით იყო დასახლებული და მათ დატოვეს საქართველო, ცხოვრობს მხოლოდ
30-მდე სვანური ოჯახი, გამოყოფილია ყოფილი სკოლის შენობა, რომელიც საჭიროებს
შერემონტებას, რათა შეიქმნას ელემენტარული საცხოვრებელი პირობები
ბენეფიციარებისთვის, უკვე ერთი ოჯახია
შესახლებული, რომელთაც ესაჭირეობათ საკვებისა და ტანსაცმლის პრობლემის მოგვარება. აღსანიშნავია
ის, რომ სოფელი წარმოადგენს საკურორტო
ზონას, აქვეა სამკურნალო წყაროები.
• ჩამოყალიბდეს ფერმერული და აგრალური
მეურნეობა:
სადაც ადგილობრივად ვაწარმოებთ სოფლის
მეურნეობის სხვადასხვა პროდუქციას, რაც თავისთავად, გარკვეული პერიოდის შემდეგ,
გახდება პროექტის ნაწილობრივ თვითდაფინანსების ერთ-ერთი წყარო;
• აშენდეს სპორტული კომპლექსი: რაც
ხელს შეუწყობს ბავშვების სპორტით დაინტერესებას და მათში ჯანსაღი ცხოვრების წესის
დამკვიდრებასა და მომავალი წარმატებული თაობის აღზრდას;
• სხვადასხვა დაზგური მოწყობილობებისა,
საჭირო დანადგარებისა და ხელსაწყოების შეძება, რაც სახელობო დაოსტატებისა და
სხვადასხვა პროფესიული უნარების ათვისებას შეუწყობს ხელს. ასევე შესაბამისი
პროდუქციის შექმნას რაც თავის მხრივ ასევე შემოსავლის წყარო გახდება (სხვადასხვა
ტექნიკური ხელობები ბიჭებისათვსი ხეზე კვეთა, ქვის დამუშავება და ა. შ, ქსოვა
კერვა თექისა და კერამიკული ნაწარმის შექმნა (გოგონები, მარტოხელა დედები) და ა.
შ);
• თავშესაფარში მცხოვრები მარტოხელა
დედები ასევე საკმაოდ დიდ დახმარებას გასწევენ მოხუცებულთა მოვლასა და
თანადგომაში;
• თავშესაფრის ბინადართა მიერ
წარმოებული იქნება როგორც სხვადასხვა სახის პროდუქცია, რომელიც სახელობო პროფესიის
ათვისების შემდეგ წარმოვდება, ასევე სხვადასხვა უამრავი დასახელების სოფლის
მეურნეობის პროდუქტები, რომელთა რეალიზაციის შედეგად მიღებული ანაზღაურება
დააკმაყოფილებს როგორც თავშესაფრის ბინადართა სოციალური საკითხების უზრუნველყოფას,
ასევე მნიშვნელოვანი მოგება იქნება თანადამფინანსებლისათვის;
• მომსახურე პერსონალი: მოიწვევა,
რომლებიც ძირითადად დაოსტატებისა და სხვადასხვა დახმარების გაწევაში იქნება
საჭირო, ძირითადი კონტიგენტი კი თავშესაფრის ბინადარნი იქნებიან.
• განთავსდება კლინიკა სადაც უფასოდ
მოემსახურებიან ექიმები,
• ფერმერული საქმიანობა, მეცხოველეობა
– მეფრინველეობა;
• გაკეთდება საცხობი;
• მაღაზია, სადაც შექმნილი პროდუქციის
რეალიზაცია მოხდება;
პროექტის მიზანია საქართველოს
აღუზარდოს ჯანმრთელი, განათლებული, პროფესიონალი და შესაბამისად საზოგადოების
სრულფასოვანი წევრი, მრავალი თაობა.
უმორჩილესად გთხოვთ, ითავოთ ამ
პროექტის თანადაფინანსება,
იმ შემთხვევაში, თუ უფლის წყალობით და
თქვენი კეთილი ნებით გადაწყვეტილება იქნება დადებითი, რითაც უკეთილშობილეს საქმეს
გააკეთებთ. პროექტის კიდევ ერთი კადნიერი თხოვნა იქნება, რომ დახმარებას, არა
ფინანსური, არამედ შენობა ნაგებობის ფორმა მიეცეს. რისთვისაც წინასწარ გიხდით
მადლობას.
ინფორმაცია პროექტის ფინანსური მხარის შესახებ
• პროექტის განსახორციელებლად საჭირო თანხა (მთლიანი თანხა რომელიც, სრული ხარჯთაღრიცხვის შემდეგ მიეთითება მოძიებული თანხის შესაბამისად) _______________
• თანადაფინანსების ფარგლებში მოთხოვნილი თანხა (თანხის რაოდენობა რომელსაც თანადამფინანსებელი ან თანადამფინანსებლები გაიღებენ) _______________
• თანხის მიზნობრიობა
პუნქტი
№ |
დასახელება
|
დანიშნულება
|
რაოდენობა
|
საცალო ფასი
|
ჯამური ფასი
|
შენიშვნა
|
1
|
მიწის ფართობი
|
საცხოვრებელი
და სხვადასხვა დანიშნულების შენობა- ნაგებობების ასაგებად;
აგრალური და სოფლის მეურნეობის საქმიანობის განსახორციელებლად |
||||
2
|
საშენი მასალა (ან შენობა ნაგებობა)
|
საცხოვრებელი
და სხვადასხვა დანიშნულების (იხ. დანართში შენობის პროექტი)
|
||||
3
|
საჭირო ინვენტარი (ბინადართა რაოდენობის მიხედვით)
|
სხვადასხვა
მოხმარების
საყოფაცხოვრებო ნივთები
|
||||
4
|
სპორტული კომპლექსი(ინვენტარი)
|
სხვადასხვა
სავარჯიშო
ნივთები, აუზი, მოედანი, და ა. შ.
|
||||
5
|
კლინიკა
|
სამედიცინო
მომსახურებისათვის საჭირო უზრუნველყოფა;
|
||||
6
|
პროფესიული
განვითარების
სასწავლო ცენტრის აღჭურვილობა
|
სხვადასხვა
დანადგარები,
ხელსაწყოები
და მასალები;
|
||||
7
|
აგრალური და სოფლის მეურნეობის წარმოებისათვის საჭირო აღჭურვილობა
|
ტრაქტორები, მიწის დასამუშავებელი იარაღები, კულტივატორი, მეფუტკრეობისათვის საჭირო ინვენტარი, სათბურის მოწყობილობები, და ა. შ.
|
||||
8
|
მეცხოველეობა-მეფრინველეობა
|
შესაბამისი
დანიშნულების
ნაგებობები
(ფერმა და ა. შ. )
|
||||
9
|
საცხობი
|
საკონდიტრო
და პურ-ფუნთუშეული პროდუქციის წარმოებისათვის საჭირო ნივთები
|
||||
10
|
მაღაზია
|
შესაბამისი
დანიშნულების
ნაგებობა,
პროდუქტის
რელიზაციისათვის; სადისტრიბუციო მომსახურება.
|
შენიშვნა: პროექტით დაინტერესების შემთხვევაში წარმოდგენილი იქნება დეტალური ხარჯთაღრიცხვა.
პროექტის განხორციელების შედეგად მიღწეული ეფექტი
მიზანი
|
ინდიკატორი
|
შენიშვნა
|
მოხუცთა, მარტოხელა დედათა და ბავშვთა და მრავალშვილიან დედათა დაბინავება და დასაქმება
|
დაბინავებული
და დასაქმებული ათობით მიუსაფარი ადამიანი
|
|
ჯანმრთელი,
განათლებული
თაობის აღზრდა
|
სპორტული კომპლესქის მეშვეობით, სპორტულ სფეროში არა ერთი წარმატებული ადამიანი აღიზრდება.
|
|
პროფესიონალი,
პროდუქტიული
და შესაბამისად საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, მომავალი თაობის აღზრდა
|
პროფესიულად
დახელოვნებული თაობა შექმის საჭირო, ხარისხიან და ღირებულ პროდუქციას და ასევე არა ერთ სასარგებლო საქმიანობას გასწევს;
|
|
ეკოლოგიურად
სუფთა, ქართული წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქტის წარმოება
|
თავშესაფრის
ბინადართა
მიერ, სოფლის მეურნეობის წარმოებით მიღებული პროდუქცია
|
No comments:
Post a Comment