ფონდის წესდება



არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის
„საქველმოქმედო ფონდი საფარველი“


წ ე ს დ ე ბ ა








თბილისი 2014

1.      ზოგადი დებულებები

1.1.   არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სრული სახელწოდებაა  „საქველმოქმედო ფონდი საფარველი“, შემდგომში კავშირი.
1.2.   არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი თავის საქმიანობას განახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართვერლოს სამოქალაქო კოდექსის, სხვა მოქმედი კანონმდებლობის, საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებისა და წინამდებარე წესდების შესაბამისად.
1.3.   არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირს უფლება აქვს ქონდეს ბეჭედი, შტამპი, ემბლემა, დროშა, თავისი სახელწოდებით, საკუთარი ქონება /უძრავ–მოძრავი/, საანგარიშსწორებო და სხვა სახის ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
1.4.   არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირს კანონით დადგენილი  წესით უფლება აქვს დააფუძნოს ფილიალები, სამეურნეო ანგარიშიანი საწარმოები, ჰქონდეს პირდაპირი საერთაშორისო კონტაქტები სხვა იურიდიულ  და კერძო პირებთან, მონაწილეობდეს იმ ღონისძიებათა განხორციელებაში, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, საერთაშორისო სახელმწიფო ვალდებულებებსა და გამომდინარეობს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საწესდებო მიზნებიდან, იკისროს ვალდებულებები, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში.
1.5.   არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი არ აგებს პასუხს სახელმწიფო და მისი ორგანოების ვალდებულებებზე, ისევე როგორც სახელმწიფო და მისი ორგანოები არ აგებენ პასუხს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ვალდებულებებზე.
1.6.   არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობა ხორციელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და შეუძლია განახორციელოს იგი უცხოეთის ტერიტორიაზე ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობის განხორციელებით.
1.7.   არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ადგილსამყოფელია: თბილისი, გლდანის I მ/რ, 20 კორპ. სად VI. სართული IV . ბინა 111.

2.      არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლები

2.1.   არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლები არიან:
    ნანა შავგულიძე _  პირადი ნომერი: 01030051277;
მისამართი: ქ. თბილისი, ფიროსმანის ქ. #29;
    მედეა ზოტიკიშვილი__  პირადი ნომერი: 01017032566;
მისამართი: თბილისი, გლდანის I მ/რ, 20 კორპ. სად VI. სართული IV . ბინა 111.
    ელზა ნოზაძე _ პირადი ნომერი: 54001007995;
მისამართი: ქ. ჭიათურა, სოფ. ქვ. ბერეთისა;
3.      არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიზანი

3.1.   არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი თავისი მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად აწარმოებს შემდეგ საქმიანობას:
    არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიზნების მისაღწევად არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს:
    მარტოხელა დედათა და ბავშვთა, მოხუცებულთა და უპატრონო ბავშვთა თავშესაფრის მოწყობა;
    მათი მოვლა პატრონობა, აღზრდა – განათლება და პროფესიული სახელობო განათლების მიცემა;
     სხვადასხვა რეგიონებში მიწის ნაკვეთის გამოყოფა (შეძენა) კერძოდ, სოფელ წრომის მიმდებარე ტერიტორიაზე;
    აშენდეს საცხოვრებელი და სასწავლო შენობა-ნაგებობები: (ერთ ერთი სასურველი ტერიტორიაა ვეძისში წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარედ) ძირითადად 4 სართულიანი შენობა (როგორც საცხოვრებელი, აგრეთვე სასწავლო დანიშნულების) სადაც განთავსდება 200-მდე ბინადარი (შესაძლებლობის შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიის მაშტაბით რომელიმე რეგიონში);
     ჩამოყალიბდეს ფერმერული და აგრალური მეურნეობა, სადაც ადგილობრივად ვაწარმოებთ სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროდუქციას, რაც თავისთავად, გარკვეული პერიოდის შემდეგ, გახდება  ფონდის  ნაწილობრივ თვითდაფინანსების ერთ-ერთი წყარო;
    აშენდეს სპორტული კომპლექსი: რაც ხელს შეუწყობს ბავშვების სპორტით დაინტერესებას და მათში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და მომავალი წარმატებული თაობის აღზრდას;
     სხვადასხვა დაზგური მოწყობილობებისა, საჭირო დანადგარებისა და ხელსაწყოების შეძება, რაც სახელობო დაოსტატებისა და სხვადასხვა პროფესიული უნარების ათვისებას შეუწყობს ხელს. ასევე შესაბამისი პროდუქციის შექმნას რაც თავის მხრივ ასევე შემოსავლის წყარო გახდება (სხვადასხვა ტექნიკური ხელობები: ბიჭებისათვსი ხეზე კვეთა, ქვის დამუშავება და . ,  გოგონებისა და  მარტოხელა დედებისათვის ქსოვა, კერვა , თექისა და კერამიკული ნაწარმის შექმნა და . );
     თავშესაფარში მცხოვრები მარტოხელა დედები ასევე საკმაოდ დიდ დახმარებას  გასწევენ მოხუცებულთა მოვლასა და თანადგომაში ;
     თავშესაფრის ბინადართა მიერ წარმოებული იქნება როგორც სხვადასხვა სახის  პროდუქცია, რომელიც სახელობო პროფესიის ათვისების შემდეგ წარმოვდება, ასევე სხვადასხვა უამრავი დასახელების სოფლის მეურნეობის პროდუქტები, რომელთა რეალიზაციის შედეგად მიღებული ანაზღაურება დააკმაყოფილებს თავშესაფრის ბინადართა სოციალური საკითხების უზრუნველყოფას;
     მომსახურე პერსონალი მოიწვევა, რომლებიც ძირითადად დაოსტატებისა და სხვადასხვა დახმარების გაწევაში იქნება საჭირო, ძირითადი კონტიგენტი კი თავშესაფრის ბინადარნი იქნებიან.
     განთავსდება კლინიკა სადაც უფასოდ მოემსახურებიან ექიმები, რომლებიც საზოგადოებაგზა უფლისაკენწევრები არიან.
     ფერმერული საქმიანობა, მეცხოველეობამეფრინველეობა;
     გაკეთდება საცხობი;
    გაკეთდება მაღაზია, სადაც შექმნილი პროდუქციის რეალიზაცია მოხდება;
    ფონდის  მიზანია საქართველოს აღუზარდოს ჯანმრთელი, განათლებული, პროფესიონალი და შესაბამისად საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, მრავალი თაობა.
    ნებისმიერი საქმიანობა რომელიც არ იზღუდება საქართველოს კანონმდებლობით;

4.      არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრთა უფლებამოსილება

4.1.   არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრად მიღებას ახდენს გამგეობა წერილობითი განცხადების საფუძველზე.
4.2.   წევრს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გავიდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრობიდან დასაბუთებული წერილობითი ახსნა – განმარტების შემდეგ.
4.3.   არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრი შეიძლება გაირიცხოს საზოგადოებიდან თუ:
     6 თვის განმავლობაში არ გადაიხდის საწევრო გადასახადს;
     თუ მისი საქციელი ეწინააღმდეგება საწესდებო მოთხოვნებს.
4.4.   არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრებს უფლება აქვთ:
     მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და არჩეულ იქნან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის გამგეობაში და კომისიებში;
4.5.    არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრები ვალდებულები არიან:
-       მონაწილეობა მიიღონ  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წინაშე დასმული ამოცანების წარმატებით შესრულებაში;
-       დროულად გადაიხადონ საწევრო შენატანები;
-       პროპაგანდა გაუწიონ  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიზნებსა და ამოცანებს;
-       დაიცვან  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის კონფიდენციალობა.

5.      არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტრუქტურა
5.1.   არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის უმაღლესი ორგანოა საერთო კრება.
-       საერთო კრება მოიწვევა თავჯდომარის ან წევრთა მეათედის წერილობითი მოთხოვნით, დღის წესრიგის მითითებით, როდესაც ამას მოითხოვს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ინტერესები.
5.2.   საერთო კრების მოწვევის შესახებ ეცნობებათ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრებს ორი კვირით ადრე.
5.3.   საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა უმრავლესობა.
5.4.   გადაწყვეტილებები საერთო კრებაზე მიიღება ხმების უმრავლესობით, წესდების შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამსწრე წევრთა ხმების 2/3.
5.5.   არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საერთო კრება:
a)   ამტკიცებს, ცვლის და შეაქვს ცვლილებები წესდებაში;
b)  ირჩევს გამგეობას, გამგეობის თავჯდომარეს, ცვლის მის შემადგენლობას; ირჩევს საკონტროლო სარეზერვო კომისიას;
გ) იღებს გადაწყვეტილებას არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ (ლიკვიდაცია, რეორგანიზაცია) მისი მიზნების შეცვლის შესახებ;
დ) ამტკიცებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის გეგმებს, ბიუჯეტს.
5.6.   არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის გამგეობა შედგება შვიდი (7) წევრისაგან, რომელიც აირჩევა საერთო კრების მიერ ოთხი (4) წლის ვადით.
5.7.   არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის გამგეობის წევრები არიან:
    ნანა შავგულიძე _  პირადი ნომერი: 01030051277;
მისამართი: ქ. თბილისი, ფიროსმანის ქ. #29;
    მედეა ზოტიკიშვილი__  პირადი ნომერი: 01017032566;
მისამართი: თბილისი, გლდანის I მ/რ, 20 კორპ. სად VI. სართული IV . ბინა 111.
    ელზა ნოზაძე _ პირადი ნომერი: 54001007995;
მისამართი: ქ. ჭიათურა, სოფ. ქვ. ბერეთისა;
    გულნაზ იოსავა_ პირადი  ნომერი: 62001018326;
მისამართი: ქ. თბილისი ლაითურის ქ. # 21;
    სოფიო ბადალაშვილი_ პირადი ნომერი: 01019008694;
მისამართი: თბილისი, ც. დადიანის ქ. # 299;
    ნატალია მიმინოშვილი_ პირადი ნომერი: 01007011046;
მისამართი: ქ. თბილისი, ქუთაისის ქ. # 9;

5.8.   გამგეობის სხდომა მოიწვევა თავჯდომარის მიერ საჭიროების შემთხვევაში. მოწვევა წარმოებს წერილობით;
5.9.   გამგეობა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება გამგეობის წევრთა უმრავლესობა.
5.10.           გამგეობის სხდომები, გადაწყვეტილებები უნდა გაფორმდეს ოქმით, რომელსაც ხელს უნდა აწერდნენ დამსწრე გამგეობის წევრები.
5.11.           გამგეობა იღებს გადაწყვეტილებებს:
ა) ფილიალების და საწარმოების შექმნის შესახებ;
ბ) წევრების მიღების, გარიცხვის, გასვლის შესახებ;
გ) სამეურნეო ხელშეკრულებების დადების შესახებ;
დ) საერთაშორისო კავშირურთიერთობების დამყარების შესახებ.
5.12.           გამგეობა იღებს გადაწყვეტილებებს სხვა საკითხებზე, რაც საერთო კრების კომპეტენციას არ განეკუთვნება.
5.13.           არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი - გამგეობის თავჯდომარე აირჩევა გამგეობის მიერ სამი (3) წლის ვადით;
5.14.           არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის გამგეობის თავჯდომარეა-  ნანა შავგულიძე _  პირადი ნომერი: 01030051277;  მისამართი: ქ. თბილისი, ფიროსმანის ქ. #29;
5.15.           თავჯდომარე:
- იწვევს და უძღვება გამგეობის სხდომებს;
- ახორციელებს საერთო ხელმძღვანელობას;
- ხელს აწერს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით დადებულ ხელშეკრულებებს, გარიგებებს;
- ხსნის და ხურავს ანგარიშებს საბანკო დაწესებულებებში;
- გამგეობასთან შეთანხმებთ განკარგავს ქონებას და ფულად სახსრებს;
- ასრულებს გამგეობის და საერთო კრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.
- თავჯდომარე არის ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და იღებს გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად.

5.16.           გამგეობის წევრებს შორის წესდების განმარტებასთან და შესრულებასთან დაკავშირებით დავა გადაწყდება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, თუ ურთიერთშეთანხმება არ იქნა მიღწეული, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო.
5.17.            არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის გამგეობის წევრს ეკისრება ქონებრივი პასუხისმგებლობა, თუ მის მიერ მოვალეობის არაკეთილსინდისიერად შესრულების გამო ზიანი მიადგება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირს ან მესამე პირებს.


6.      არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხანგრძლივობა

6.1.   არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი იქმნება განუსაზღვრელი ვადით.

7.      არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საკუთრება. შემოსავლის წყარო

7.1.   არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირს  შეუძლია საკუთრებაში ჰქონდეს ნებისმიერი უძრავი და მოძრავი ქონება, გარდა ბრუნვიდან ამოღებული ქონებისა.
7.2.   არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ქონება და სახსრები იქმნება საწევროებით:
     შემოწირულობებით;
     კანონით ნებადართული სხვა საქმიანობით.
7.3.   არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შემოსავლები უნდა მოხმარდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საწესდებო მიზნების განხორციელებას და არ დაიშვება მისი წევრთა შორის გადანაწილება.

8.      არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საწარმოო სამეურნეო საქმიანობა

8.1.   არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირს  უფლება აქვს ეწეოდეს დამხმარე ხასიათის არასამეწარმეო საქმიანობას.
8.2.   არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირს  უფლება აქვს დააფუძნოს საწარმოები „მეწარმეთა შესახებ“ კანონით დადგენილი წესით.
8.3.   არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირს  უფლება აქვს განახარციელოს სხვა საქმიანობა, რომელიც საქართველოში მოქმედი კანონით არ იკრძალება;
8.4.   არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის   საწარმოო სამეურნეო საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება კავშირის წევრებს შორის დაუშვებელია.

9.      არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

9.1.   არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის  რეორგანიზაცია განხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9.2.   არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის  ლიკვიდაცია ხდება შემდეგ შემთხვევებში:
     გაკოტრებისას ან რეგიტრაციის გაუქმებისას;
     თუ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი არსებითად გადავიდა სამეურნეო საქმიანობაზე;
     საერთო კრების გადაწყვეტილებით;
     სასამართლოს გადაწყვეტილებით.
9.3.   ლიკვიდაციას ახორციელებს საერთო კრება,  მაგრამ თუ:
     წევრებს შორის უთანხმოებაა ლიკვიდაციის საკითხთან დაკავშირებით, მაშინ ლიკვიდაციას ახორციელებენ სასამართლოს მიერ დანიშნული ლიკვიდატორები კანონით დადგენილი წესით.
9.4.   არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის  ლიკვიდაციის შემთხვევაში უნდა დამთავრდეს მიმდინარე საქმეები, დადგინდეს მოთხოვნები, დარჩენილი ქონება გამოიხატოს ფულში, დაკმაყოფილდნენ კრედიტორები, დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილი პირები არიან სასამართლოს გადაწყვეტილებით:
ა) ანალოგიური მიზნის მქონე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი;
ბ) საქველმოქმედო ორგანიზაციები;
გ) სახელმწიფო.
9.5.    ინფორმაცია ლიკვიდაციის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს. ქონება შეიძლება განაწილდეს გამოქვეყნებიდან ერთი წლის შემდეგ.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი
„საქველმოქმედო ფონდი საფარველი“ – ს  გამგეობის წევრები დამფუძნებლები:

ნანა შავგულიძე    _____________________________

მედეა ზოტიკიშვილი   ________________________

ელზა ნოზაძე      ______________________________

   გულნაზ იოსავა ______________________________

 სოფიო ბადალაშვილი___________________________


ნატალია მიმინოშვილი________________________

No comments:

Post a Comment